რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული ძალების თავდასხმებს მკაცრად გმობს.
“რუსეთი კატეგორიულად გმობს 22 ივნისის გამთენიისას ირანის რიგ ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს მიერ მიტანილ იერიშებს, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის თავდასხმებს მოჰყვა. მიუხედავად აშშ-ს მიერ მოყვანილი არგუმენტებისა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა მიიტანო სარაკეტო-ბომბდამშენი იერიში სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე – საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეშ დარღვევას წარმოადგენს”.
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს აშშ-ს იერიშების დაგმობისკენ მოუწოდებს.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებას უჭერს მხარს