კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home პოლიტიკა რუსეთი აშშ-ს ისევ აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევისგან თავი შეიკავოს

რუსეთი აშშ-ს ისევ აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევისგან თავი შეიკავოს

by admin

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ივნისს აშშ კვლავ გააფრთხილა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ წამოიწყოს იმ ფონზე, როცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში ამერიკის ჩართვას განიხილავს.

ბოლო პერიოდში ტრამპმა შესამჩნევად მწვავე რიტორიკა მიმართა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აშშ-მ და ისრაელმა იციან, თუ სად იმალება ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ამასთანავე, ტრამპმა ირანს “უპირობო დანებებისკენაც” მოუწოდა.

“გვსურს, განსაკუთრებით გავაფრთხილოთ ვაშინგტონი, რომ თავი შეიკავოს ამ სიტუაციაში სამხედრო ჩარევისგან, უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი იქნება, რომელსაც ნამდვილად გაუთვალისწინებელი ნეგატიური შედეგები მოჰყვება” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მანამდე, რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინფინგთან, რის ფარგლებშიც ორივე ლიდერმა ისრაელის ქმედებები დაგმო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay