კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home პოლიტიკა ტრამპი ირანთან მიმართებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს – თეთრი სახლი

ტრამპი ირანთან მიმართებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს – თეთრი სახლი

by admin

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში აშშ-ს ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს.

“იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოლაპარაკებების ხელშესახები შანსი, რომელიც შესაძლოა შედგეს ან არ შედგეს უახლოეს მომავალში, მე ჩემს გადაწყვეტილებას, ჩართვა-არ ჩართვაზე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ,” – ციტირებს ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივანი.

ლივიტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპი დაინტერესებულია ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრით, თუმცა დაამატა, რომ პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მოიპოვოს.

მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ირანს უნდა აეკრძალოს ურანის გამდიდრება და განადგურებული უნდა იყოს თეირანის უნარი, შექმნას ბირთვული იარაღი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay