კვირა, ოქტომბერი 25, 2026
Home საზოგადოება ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ირანში ნატანზის “ბირთვული იარაღის” ობიექტს შეუტიეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ირანში ნატანზის “ბირთვული იარაღის” ობიექტს შეუტიეს

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს. როგორც BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, 18 ივნისს ღამით, საჰაერო ძალებმა ნატანზში მდებარე ობიექტს შეუტიეს, რომელიც, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.

“ობიექტზე განთავსებულია უნიკალური კომპონენტები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად და იქ მუშავდება პროექტები, რომლებიც ბირთვული იარაღის პროგრამის დაჩქარებას უწყობს ხელს”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, გასულ პარასკევს ისრაელმა ნატანზის მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, ურანის გამდიდრება ხდებოდა, კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც ცენტრიფუგები, სავარაუდოდ, მძიმედ დაზიანდა, ან მთლიანად განადგურდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay