92
ევროპარლამენტში, ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყვეს.
საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს ხელში უჭირავთ ბანერები, სადაც პატიმრების ფოტოებია დატანილი. კერძოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს: „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიას.
ბანერებით ისინი ასევე ითხოვენ: „შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოში”.
ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება. პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს „ევროსკოპი“ ავრცელებს