93
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიტ კელოგის ბელარუსში ვიზიტი და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს.
წყაროების ცნობით, შესაძლო შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა კიტ კელოგმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს.
მხარეებს პოტენციური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ