პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home საზოგადოება 48 საათში განისაზღვრება, ჩაერთვება თუ არა აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებში

48 საათში განისაზღვრება, ჩაერთვება თუ არა აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებში

by admin

ამერიკული ტელეარხის, ABC News-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის “სიტუაციების ოთახში” აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის შეხვედრის პარალელურად, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მიანიშნეს, რომ მომდევნო 24-48 საათი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმის განსასაზღვრად, შესაძლებელია თუ არა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება, თუ საჭირო იქნება აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა.

ABC News-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აგრესიული ტონის მიუხედავად, ამერიკელი მომლაპარაკებლების შეფასებით, ირანი სუსტ პოზიციაში იმყოფება, რამაც შესაძლოა, აიძულოს ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს და საბოლოოდ, დათანხმდეს პირობებზე, რომლის ფარგლებშიც ირანს სრულად მოუწევს, უარი თქვას ყოველგვარ ურანის გამდიდრებაზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay