პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ -კირ სტარმერი

პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ -კირ სტარმერი

by admin

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი კანადის ქალაქ კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

“სასიამოვნო იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს – პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვდგავართ.

იმისთვის, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება აიძულონ, საჭიროა დიდი შვიდეულის ყველა ქვეყნის მიერ კოორდინირებული სანქციები მათი ენერგეტიკული და საბანკო სექტორების, ჩრდილოვანი ფლოტისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება – როგორც სისტემების, ასევე რაკეტების. ამას ხაზს უსვამს რუსეთის მუდმივი მასიური თავდასხმები, რომლებიც ტრაგიკულად იწირავს უკრაინელების სიცოცხლეს”, – – წერს სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay