პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს – ფრიდრიხ მერცი

ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს – ფრიდრიხ მერცი

by admin

ისრაელი ბინძურ სამუშაოს აკეთებს ყველა ჩვენგანისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენც ამ რეჟიმის მსხვერპლნი ვართ. ამ მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა, თეირანის ლიდერებმა სიკვდილი და განადგურება მოუტანეს მსოფლიოს თავისი თავდასხმებით, მკვლელობებითა და კაცთაკვლით, ჰეზბოლათი, ჰამასით. “ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმა არასდროს გახდებოდა შესაძლებელი თეირანის რეჟიმის გარეშე.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფაქტისადმი, რომ ისრაელის არმიასა და ისრაელის მთავრობას ამის გაკეთების გამბედაობა ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმის ტერორს თვეებისა და წლების განმავლობაში დავინახავდით – და მომავალში, შესაძლოა, ბირთვული იარაღით ხელში”, – განაცხადა მერცმა.

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay