პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home პოლიტიკა აშშ ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის

by admin

აშშ-ს სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის და რეგიონში სხვა საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას აფართოებს. ინფორმაციას Reuters სამ ამერიკელ ოფიციალური პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების განლაგების გაფართოება, მათ შორის, F-16-ის, F-22-ის და F-35-ის ტიპის გამანადგურებლებსაც მოიცავს.

ოფიციალური პირების განმარტებით, გამანადგურებლები თავდაცვითი ტიპისაა და ძირითადად უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

გარდა ამისა, გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო ხომალდები განათავსონ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების განადგურებას შეძლებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay