ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ერთობლივი საუბარი გამართა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
არაღჩიმ ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ მათი პრიორიტეტი ამჟამად ისრაელთან ეფექტური და შემაკავებელი დაპირისპირებაა.
ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე საუბრისას, არაღჩიმ აღნიშნა, რომ გაერო-ს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა წევრის მოვალეობაა, ხმა ამოიღოს ამ აგრესიის წინააღმდეგ და შეაჩეროს ისრაელი.
“ირანის ლეგიტიმური დაცვა აგრესიისგან ძალის გამოყენებით გაგრძელდება და ომის ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე პასუხისმგებლობა სიონისტურ რეჟიმს დაეკისრება. ირანის უმაღლესმა დიპლომატმა კვლავ დაადასტურა ირანის ერთგულება დიპლომატიისადმი და თქვა, რომ ქვეყანას არასდროს დაუტოვებია მოლაპარაკების მაგიდა”, – ნათქვამია საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში