ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
Home პოლიტიკა საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს – „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს – ჰელსინკის კომისია

საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს – „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს – ჰელსინკის კომისია

by admin

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.

“200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია. “ქართული ოცნების” მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი”, – აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ “ქართული ოცნების” ტაქტიკა სულ უფრო “ლაჩრული ხდება” და რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის “გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay