93
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა ზუსტ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით თეირანში “ყუდსის ძალების” სამეთაურო ცენტრებს შეუტიეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, აღნიშნულ სამეთაურო ცენტრებს “ყუდსის ძალები” ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის მარიონეტების მეშვეობით ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად იყენებდა.