ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
Home პოლიტიკა ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად, თელ ავივში აშშ-ის საელჩო დაზიანდა

ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად, თელ ავივში აშშ-ის საელჩო დაზიანდა

by admin

ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო და საკონსულო ორშაბათს დაკეტილი იქნება ისრაელსა და ირანს შორის ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ.

“ჩვენი აშშ-ის საელჩო ისრაელში და საკონსულო დღეს ოფიციალურად დაკეტილი დარჩება, რადგან ძალაში რჩება ადგილზე თავშესაფარში გადასვლის ბრძანება. ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად საელჩოს თელ-ავივის ფილიალთან ახლოს მცირე ზიანი დაფიქსირდა, თუმცა აშშ-ის პერსონალი არ დაშავებულა”, – წერს ელჩი Х-ზე.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay