სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home პოლიტიკა ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა

by admin

ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში დაიკავებს, როცა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური, ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას “ისტორიული” უწოდა იმ ფონზე, როცა ქვეყანა “უპრეცედენტო მასშტაბების” მქონე საფრთხეების წინაშე იმყოფება.

გამოცემა Financial Times წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც “მის აღმოსავლეთ ევროპულ მემკვიდრეობას” ასახავს. ამას გარდა, მეტრეველის კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და მას სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მეტრეველი გაერთიანებული სამეფოს შიდა სადაზვერვო სააგენტოშიც მუშაობდა და “K” დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც ეკავა. აღნიშნული დეპარტამენტი აკონტროლებს ბრიტანეთისკენ წამოსულ საფრთხეებს ისეთი “მტრული ქვეყნებიდან”, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

“MI6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესების საზღვარგარეთ წინ წამოწევაში. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად” – განაცხადა მეტრეველმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay