სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home საზოგადოება ირანზე იერიშების საბოლოო შედეგი შესაძლოა, რეჟიმის ცვლილება იყოს – ნეთანიაჰუ

ირანზე იერიშების საბოლოო შედეგი შესაძლოა, რეჟიმის ცვლილება იყოს – ნეთანიაჰუ

by admin

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად შესაძლოა, ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდეს.

ნეთანიაჰუს მიხედვით, ბირთვული შეიარაღების შექმნის შემდეგ ირანი აპირებდა, რომ ბირთვული იარაღი იემენელი ჰუსიტებისთვის გადაეცა. მან ასევე უარყო ცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო:

“არსებობს უამრავი ყალბი ცნობა იმ საუბრებზე, რომლებიც არასდროს მომხდარა, არ ვაპირებ ამაში ჩავერთო. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავარტყით [ირანის] დაზვერვის მეთაურსა და მის მოადგილეს თეირანში, რადგან ახლა თეირანის თავზე ვიმყოფებით, ჩვენი პილოტები თეირანის ცაში არიან და მიზანში ვიღებთ სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს ირანელებისგან განსხვავებით ისინი ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენს მოქალაქეებს ბომბავენ. ჩემი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის ორი მცდელობის უკან ირანი იმყოფება,ირანისთვის ტრამპი ნომერ პირველი მტერია. მათ ესმით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დიდი საფრთხეა ირანის გეგმებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უზარმაზარი დაბრკოლებაა. მიაჩნიათ, რომ ისრაელი ძალიან დიდი დაბრკოლებაა და ორივე ჩვენგანის მოკვლა სურთ. მათ ჩემი მოკვლაც სცადეს. რაკეტა ესროლეს ჩემი საძინებლის ფანჯარას, ააცილეს”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay