სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home საზოგადოება ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ – ნეთანიაჰუ

ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ – ნეთანიაჰუ

by admin

ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების – მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს – არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან.

ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბათ-იამში, სადაც ის ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს ეწვია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay