ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება ისრაელმა თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელმა თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა – ისრაელის თავდაცვის ძალები

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები დაასრულა. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ისრაელის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ დაასრულა ფართომასშტაბიანი დარტყმების სერია, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, თეირანში მდებარე არაერთი ობიექტის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ბირთვული იარაღის პროექტთან.

სამიზნეებს შორის იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა, SPND-ის ბირთვული პროექტის შტაბ-ბინა და სხვა ადგილები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობას ბირთვული იარაღის მოპოვებაში, ასევე ის ადგილები, სადაც დაზვერვის მონაცემებით, ბირთვული არქივი ინახებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა თეირანში საწვავის ორ საწყობზე დარტყმები განახორციელა. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმები თეირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობებსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეზერვუარს მიაყენეს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay