105
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისრაელის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ისრაელს და შეერთებულ შტატებს თანაბრად აკისრებს.
“სიონისტური რეჟიმის აგრესიული ქმედებები ირანის წინააღმდეგ შეუძლებელი იქნებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციისა და თანხმობის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც ამ რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, აგებს პასუხს ისრაელის ავანტიურიზმის საშიშ შედეგებზე”,- ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში