ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home საზოგადოება ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით ასი დრონი გაუშვა – რთულ საათებს ველით, უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით ასი დრონი გაუშვა – რთულ საათებს ველით, უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა – ისრაელის თავდაცვის ძალები

by admin

ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით ასი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა და ისრაელის თავდაცვის ძალები მათ მოგერიებაზე მუშაობს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

“საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია და რთულ საათებს ველით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება. ისრაელმა ირანში 200 მოიერიშე თვითმფრინავით ასზე მეტ სამიზნეს დაარტყა, დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო, განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი” – განაცხადა ეფი დეფრინმა

შეგახსენებთ, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay