სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home საზოგადოება მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

by admin

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის “ამას ვერ მოუსმენდა”.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay