ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home პოლიტიკა აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელსაც 10 ფიზიკური და 27 იურიდიული პირი დაექვემდებარება

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელსაც 10 ფიზიკური და 27 იურიდიული პირი დაექვემდებარება

by admin

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ  სანქციათა ახალიპაკეტი გამოაცხადა, რომელსაც 10 ფიზიკური და 27 იურიდიული პირი დაექვემდებარება.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიები და ფიზიკური პირები ჩართულნი იყვნენ სქემაში, რომლითც „მილიარდობით დოლარის გათეთრება მოახერხეს“. ეს მიღწეული იქნა „ნავთობისა და სხვა საქონლის გაყიდვით“ ამერიკული სანქციების გვერდის ავლით.

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შეზღუდვები დაწესდა ირანის ცხრა მოქალაქესა და  ჩინეთის ერთ მოქალაქეზე.

გარდა ამისა, შემზღუდავ ზომებს 27 კომპანია დაექვემდებარა, რომელთაგან 17 ჰონგ-კონგშია დაფუძნებული, 5 – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ამდენივე – ირანში.

სანქციების სიაში შეყვანა ნიშნავს შეერთებულ შტატებში აქტივების გაყინვას და ამერიკის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის სიაში შესულ პირებთან ბიზნესის კეთების აკრძალვას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay