მზად ვართ, გონივრული საფასურის სანაცვლოდ ხელი შევუწყოთ დ-სა [ტრამპი] და ი-ს [მასკი] შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას და მივიღოთ Starlink-ის აქციები გადასახადის სახით. ნუ ჩხუბობთ, ბიჭებო! – რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი X-ზე დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირებას გამოეხმაურა