ბოლო ორი დღეა მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი, ახლა უკვე ყოფილი ლიდერის, ილონ მასკს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. თავდაპირველად განხეთქილება ტრამპის საგადასახადო კანონპროექტს მოჰყვა, რომელსაც მასკმა “ხალხის მჩაგვრელი ღორობა” უწოდა, თუმცა, ყოფილი “თანამებრძოლების” პაექრობა მალევე გასცდა ამ კონკრეტულ საკითხს და კიდევ უფრო ფართო დიაპაზონი მოიცვა. არაერთი პირადი ურთიერთშეურაცხყოფის შემდეგ მასკმა დაწერა, რომ ტრამპის სახელი და გვარი ეგრეთწოდებულ “ეპშტეინის ფაილებშია”, რითაც, ფაქტობრივად, პრეზიდენტი გარყვნილებასა და პედოფილიაში დაადანაშაულა.
ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოებისთვის მთავარი კითხვა არის , თუ რა ხდება რეალურად, რატომ გამოვიდა სააშკარაოზე ეს კონფლიქტი და საბოლოოდ, რა იქნება შედეგი. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ეს ეგრეთწოდებული დაპირისპირება კონკრეტული ძალების მიერ არის ინსპირირებული. უფრო მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო არც ბიუჯეტის პროექტთან და არც მასკისა და ტრამპის შეხედულებებთან – ეს სპექტაკლი არაფორმალურმა ოლიგარქმა მმართველებმა კონკრეტული მიზნებისთვის დადგეს და როგორც ტრამპი, ასევე მასკი ამ სანახობაში მთავარი როლის შემსრულებლები არიან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპი ამ პროცესში აშკარად ბუნებრივად მოქმედებს, რამეთუ არ იკვეთება, რომ ის წინასწარ არის გაფრთხილებული დიფ სთეითის გეგმებზე, რასაც ვერ ვიტყვით ილონ მასკზე, რომელიც ზედმიწევნითი სიზუსტი ასრულებს მიღებულ დავალებას.
დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, თუმცა ყველგან სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით მუშაობს. თუ ამერიკაში მათ საკუთარი მოდელის რებრენდინგი გადაწყვიტეს და ტრამპის, ვენსის, რუბიოს და სხვა ჩინოვნიკების ხელით ცდილობენ წარმოსახვითად ებრძოლონ იმას, რასაც თავად წარმოადგენენ, ევროპაში ისევ ღიად, უტიფრად მოქმედებენ გაშიფრული აგენტურის ხელით. მათი საბოლოო მიზანი კი, ამ ეტაპზე, სახელმწიფოების გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღებაა. სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც მათ მიერვე კონტროლირებადი მედიით საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი.
იგივე ბედი ელის ევროპას. მართალია, დღეს კონტინენტის 90% სწორედ “დიფ სთეითი” აკონტროლებს, მაგრამ მართვის ეს მექანიზმი ოლიგარქებისთვის საკმარისი არ არის. მართალია, საფრანგეთს და გერმანიას პირდაპირ ოჯახების აგენტურა, “ბლეკროკის” ყოფილი დირექტორი მერცი და ერთ-ერთი ოლიგარქიული ოჯახის მომსახურე პერსონალი მაკრონი მართავენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათთვის ახლა მთავარია საბოლოოდ გააუქმონ სახელმწიფოს ცნება და კორპორაციულ მმართველობას ოფიციალური სახე მისცენ.
ეს ტენდენცია მალე მთელს ევროპას მოიცავს, ხოლო ამ გზაზე მთავარ ფორმულას ოლიგარქიული ოჯახები დიდი ხანია წარმატებით ამუშავებენ – ისინი პირველ რიგში აუქმებენ სამშობლოს ცნებას. სამწუხაროდ, ახლა ევროპა უსამშობლო სახელმწიფოების გაერთიანებას უფრო ჰგავს, სადაც გერმანიიდან გერმანელები გარბიან, საფრანგეთი ფრანგებისგან იცლება, იტალიაში მიგრანტები დომინირებენ – ბოლოს კი ოლიგარქიული ოჯახები თავიანთ ორგანიზებულ სქემას, რამაც ქვეყნებს უდიდესი პრობლემები მოუტანა – ქვეყნების პოლიტიკური მმართველობის ხარვეზად, მის კრახად გაასაღებენ და საბოლოოდ, “ხალხის გადარჩენის” სლოგანის ქვეშ კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, ანუ როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ლეგალიზაციას გაუკეთებენ მათ ჰეგემონიას.
ახლა ალბათ გასაგებია, რატომ ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს, ტრადიციულს და ფასეულს. ახლა ალბათ გასაგებია, რატომ აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას და რატომ ებრძვიან ეკლესიას. მათ ყველაზე მეტად იდეის და ფასეულობის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება აშინებთ. საპირწონედ კი, თუ ადამიანს არაფერი აქვს გასაფრთხილებელი და დასაკარგი, მისი მართვა და დამონება მარტივი საქმეა. ამიტომ საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ აუცილებლად შევასრულებ ჩემს სიტყვას და უახლოეს პერიოდში დავასახელებ ოლიგარქიული ოჯახების მთავარ მიზანს, თუ რისთვის ლაგდება ასეთი სქემები, რა მიზანი აქვთ მათ საბოლოოდ და რას უპირებენ საზოგადოებას. კორპორაციული მმართველობის დაკანონება მათი საბოლოო მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო საბოლოო მიზანზე, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში ვრცელი ანალიზის გამოქვეყნებას ვაპირებ.