ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით – ფრიდრიხ მერცი

დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით – ფრიდრიხ მერცი

by admin

დონალდ ტრამპი საკვანძო პიროვნებაა, ვისაც ნამდვილად შეუძლია ომის შეჩერება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით, ჩემი პირადი აზრი ცხადია – ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

“ორივე ვთანხმდებით ამ ომზე და რამდენად საშინელია ეს ომი. ორივე ვეძებთ გზებს, თუ როგორ შევაჩეროთ ის ძალიან მალე. სანამ შემოვიდოდით, პრეზიდენტს [ტრამპს] ვუთხარი, რომ ის საკვანძო პიროვნებაა მსოფლიოში, ვისაც ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება ახლა, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებით. და ეს საუბარი, მოგვიანებით, გვექნება კიდევ ერთხელ – როგორც შეგვიძლია ევროპელებსა და ამერიკელებს ერთად მოქმედება.

ვფიქრობ, ყველას გვაქვს ვალდებულება რამე გავაკეთოთ, რათა შევაჩეროთ ეს სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ნამდვილად საშინელია. ნახეთ ბავშვები, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში გაიტაცეს. ეს ყველაფერი საშინელია. ასე რომ, ვსაუბრობთ ინსტრუმენტებსა და ზომებზე, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ამაზე, ჩემი პირადი აზრი ცხადია – ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და ვცდილობთ ისინი სულ უფრო და უფრო გავაძლიეროთ, რათა პუტინს ამ ომის გაჩერება ვაიძულოთ”, – განაცხადა მერცმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay