128
ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ეს სწორედ ასეა. ამიტომ, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ. თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ. ის საფრთხეებით განისაზღვრება. რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია”, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა