113
“მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს. ლორია პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითია ყველასთვის, ჩემთვის კი კიდევ უფრო დიდი ინსპირაციის წყარო, ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი. მადლობა ყველაფრისთვის, ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სავსებით დაიმსახურე” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, 5 ივნისს, 20.00. საათზე, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ფარერების კუნძულების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებს 17 წლის შემდეგ გიორგი ლორია დაემშვიდობება