პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home პოლიტიკა ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება – ბორის პისტორიუსი

ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება – ბორის პისტორიუსი

by admin

ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვფიქრობ, რომ ნატომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად უნდა იყო გაცხადებული, რომ რუსეთი მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 50 000-დან 60 000-მდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება. ამავდროულად, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: საკმარისი იქნება თუ არა ახალი სამხედრო სამსახური მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში”, – განაცხადა მან.

როგორც გერმანული მედია წერს, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ნატო აპირებს მკვეთრად გააფართოოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვისთვის მიმართულებით.

“ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი, ჯარი და შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ყველა საფრთხისთვის და სრულად განვახორციელოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გეგმები” – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay