შაბათი, აგვისტო 15, 2026
Home საზოგადოება პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა, კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა, კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

by admin

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებით, გამარჯვებული კონსერვატორი კაროლ ნავროცკი გახდა.

შედეგების მიხედვით, პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50.89%-ით გაიმარჯვა, ხოლო პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, რაფაუ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% მიიღო.

როგორც პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, ნავროცკი თავისი საპრეზიდენტო ვეტოს უფლებამოსილების გამოყენებას პოლონეთის პრემიერ მინისტრის, დონალდ ტუსკის პროევროპული პროგრამის დასაბლოკად გააგრძელებს. ნავროცკი ტრადიციულ კათოლიკურ და ოჯახურ ღირებულებებს უჭერს მხარს და მტკიცედ იცავს პოლონეთის სუვერენიტეტს ევროკავშირის ფარგლებში. ის მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში და ევროკავშირში მიმდინარე ომის დროს გაწევრიანება არ სურს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay