ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომს არ აგებს და ეს რუსული პროპაგანდაა – ამის შესახებ გრემმა კიევში ილაპარაკა.
“რუსული ნავთობის 70%-ს ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობს. ამიტომ, ამ ვიზიტის შემდეგ პარიზში და გერმანიაში მივდივარ. ჩვენს ყველა ევროპელ მოკავშირეს მოვუწოდებ, რომ ნავთობის ფასი შეამცირონ, რათა პუტინის წიაღისეულის საწვავის ეკონომიკას სირთულეები შეუქმნან – გაზარდონ OPEC-ის წარმოება და ფასები შეამცირონ.
თუკი ევროპა ამას გააკეთებს, ამას გავლენა ექნება. ეს რუსეთის საომარ მანქანას დააზიანებს. სანამ ევროპა ამ გზას აირჩევს, ასევე იქნება სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ, სენატი იმოქმედებს.
უკრაინა ამ ომს არ აგებს, ეს რუსული პროპაგანდაა. თუ შეხედავთ ერთი წლის წინანდელ რუკას და შეხედავთ მას დღეს, ფაქტობრივად ერთი და იგივეა”. – თქვა გრემმა.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თანაავტორი სენატორები, ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენთალი კიევში ჩავიდნენ