91
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ნიკა მელია.
ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიიყვანეს, რომელიც 29 მაისის საღამოს სამართალდამცველებმა საერთოდ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, კერძოდ კი, უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფის ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების საფუძველზე.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს