პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სუს-ის რეკლამირებით, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი – თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში

კობახიძე – ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სუს-ის რეკლამირებით, ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი – თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში

by admin

ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში’.

“მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერისა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში. რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე”, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay