პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home პოლიტიკა მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ – გრიგორი კარასინი

მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ – გრიგორი კარასინი

by admin

შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

“საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების, მათ შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დგას. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის. რუსეთსა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის ახლავე გადაწყვეტა შესანიშნავი იქნებოდა, ვფიქრობ, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ”, – აღნიშნა კარასინმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay