შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home საზოგადოება გამიტაცეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს – ბაჩიაშვილი

გამიტაცეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს – ბაჩიაშვილი

by admin

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. ბაჩიაშვილის თქმით, ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს:

“საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური.

შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და  მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არამარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისოო სამართლის უამრავი ნორმა.

და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე თქვენ გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყების [საფუძვლად]. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან, თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის, ჩემი პროკურორის.

პირველ რიგში, ყველა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ მიმდინარეობს, თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. მინდა, ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაულის, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის პირადი დაკვეთით მოხდა.

24 მაისს მე საზღვარგარეთიდან გამიტაცეს. თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს – ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლისა და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს აირზენას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით, მოტაცებული საქართველოში ჩამომიყვანეს.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური.

შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და  მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არამარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა – და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი.

მე თქვენ გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყების საფუძვლად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან, თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის, ჩემი პროკურორის”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay