115
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პაპის გამოცხადებას ეხმაურება.
“ვულოცავთ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დასახელდა რომის პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა ამაღელვებელი და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!”, – წერს დონალდ ტრამპი