კათოლიკურ ეკლესიის ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. პაპობაში ის ლეო მეთოთხმეტე იქნება – პირველი ამერიკელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.
“ეს მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს პირველი მისალმებაა, კეთილი მწყემსი, რომელმაც ღვთისთვის სიცოცხლე დათმო. მინდა, რომ ეს მშვიდობიანი მისალმება ჩვენს გულებსა და ოჯახებში შევიდეს. მოდით, ჩვენთვის შევინახოთ პაპ ფრანცისკეს სუსტი ხმა, რომელმაც რომი დალოცა. პაპმა, რომელმაც რომი დალოცა, აღდგომის დილით მთელი მსოფლიო დალოცა… ნება მომეცით, მივყვე ამ კურთხევას. ღმერთს ვუყვარვართ, ღმერთს ყველა უყვარს. ბოროტება არ გაიმარჯვებს!
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კარდინალ ძმებს, რომლებმაც პეტრეს მემკვიდრედ ამირჩიეს. მე თქვენთან ერთად ვიქნები, როგორც ერთიანი ეკლესია, ვიქნები მუდამ მშვიდობისა და სამართლიანობის ძებნაში.
ჩვენ ერთად უნდა ვეძიოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც ააშენებს ხიდებს და [წარმართავს] დიალოგს.”– განაცხადა რომის ახლადარჩეულმა პაპმა ლეო XIV-მ და ვატიკანში შეკრებილ ხალხს მიმართა.
შეგახსენებთ, 69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოში დაიბადა, ის პერუში მსახურობდა ეპისკოპოსად 2023 წლამდე, როდესაც ის პაპმა ფრანცისკემ კარდინალად აკუთხა. 2025 წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა. 8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან ამოსულმა თეთრმა კვამლმა აჩვენა, რომ 133 კარდინალისაგან შემდგარმა კოლეგიის ორმა მესამედმა მაინც მხარი ერთ კანდიდატს დაუჭირა და რომის 267-ე პაპის ვინაობა განსაზღვრა.
კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა. პირველი კენჭისყრა იმავე დღეს ჩატარდა – კვამლი შავი იყო. კონკლავმა პაპი მეოთხე სესიაზე აირჩია