პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home კულტურა ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოცდაათს გადააჭარბა

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოცდაათს გადააჭარბა

by admin

ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პაკისტანის სამხედრო ძალები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ინდოეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს „აგრესიის საზარელი აქტი“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, დაუსჯელი არ დარჩება.

პარალელურად კი, ინდოეთის არმიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში პაკისტანის იერიშებს ინდოეთში სულ მცირე 15 პირი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay