პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
Home საზოგადოება რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს – პესკოვი

რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება, ადეკვატურ პასუხს გასცემს – პესკოვი

by admin

რუსეთი გამარჯვების დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებში ცეცხლს წყვეტს, თუმცა შესაბამისად უპასუხებს, თუ უკრაინა რუსეთის პოზიციებზე ან ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან საპასუხო რეაქცია არ იქნება და ჩვენს პოზიციებზე ან ობიექტებზე დარტყმის მცდელობები გაგრძელდება, მაშინვე ადეკვატური პასუხი იქნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კიევისგან, რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რეჟიმის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, რომელიც ამ სადღესასწაულო ზავში შემოერთების მზაობაზე მიუთითებდა”, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay