ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზადაა სარკისებრი ნაბიჯებისთვის, სრული სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით – ზელენსკი

უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზადაა სარკისებრი ნაბიჯებისთვის, სრული სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით – ზელენსკი

by admin

უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი მზად არის სარკისებრი ნაბიჯებისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის – სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის მინიმუმ 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები. ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტპ. მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება,”- განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay