100
ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ვიზიტი დღეს, 22 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.
“დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.