სისხლის სამართლებრივი დევნას ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურის კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე პასუხობს.
“გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა, პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა ოპოზიციონერების შეცდომად. მეორე მხრივ, ეს არის სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი.
გიორგი გახარიას მისვლა ღრმა შეცდომად მიაჩნია, ხოლო არის თუ არა ეს ოპოზიციის შეთანხმების დარღვევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი ფორმატის ფარგლებში არსებობდა, ეს სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეაფასოს, ის არის შეთანხმების ინიციატორი. ბატონი გახარიას მხრიდან კომისიის სხდომაზე მისვლით, ამ რეჟიმის შეცვლისთვის ბრძოლას, ჩემი აზრით, არაფერი აკლდება, თუ ვინმეს აკლდება, ეს ბატონი გახარიაა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.