ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება ზელენსკიმ რადაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონი შეიტანა

ზელენსკიმ რადაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონი შეიტანა

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები, რომლებიც საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ დადგენილებების დამტკიცებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტებით პრეზიდენტი უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას სთავაზობს.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს იქნება საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უმაღლეს რადაში გამართული მე-15 კენჭისყრა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

15 იანვარს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 9 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები მიიღო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay