ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება თბილისში ორ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს ეძებენ

თბილისში ორ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს ეძებენ

by admin

თბილისში ორ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს ეძებენ – ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, ისინი სკოლის ტერიტორიიდან გუშინ, 14 აპრილს, 14:00 საათის შემდეგ გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.

“გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) – 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი.სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით” – წერს ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელი სოციალურ ქსელში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay