86
ავიაკომპანია Ifly რუსეთსა და სოხუმს შორის ავიარეისების განხორციელებას მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა.
“მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება” – განაცხადა Ifly-ს წარმომადგენელმა.
მისი განმარტებით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს „iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა