სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
Home საზოგადოება გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით – ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება – მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ

გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით – ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება – მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ

by admin

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, ჭორია.

“ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით. არსებობს ასეთი ტელევიზია “ფორმულა”, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია. მეც გამიგია ეს ჭორები და “ფორმულამ” ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილებოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay