დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და არტილერიის შესაძენად, გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი ფუნტი სტერლინგი (990 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
დღეს, უკრაინისთვის გადაცემული თანხა სამი ტრანშიდან მეორეა, რომელთა საერთო ოდენობა 2.26 მილიარდ ფუნტს შეადგენს. პირველი 6 მარტს იყო და ბოლო ნაწილის გადარიცხვა მომავალი წლისთვის იგეგმება. მანამდე, ბრიტანეთის მთავრობამ თებერვალში გამოაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯებს ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 2.3%-დან 2027 წლისთვის 2.5%-მდე და 2029 წლის შემდეგ 3%-მდე გაზრდის.
ცნობისთვის, 2024 წლის ოქტომბერში “დიდი შვიდეულის” (G7) ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები უკრაინას თანხებს ფორმალურად სესხის სახით გამოუყოფენ, თუმცა კრედიტის დაფარვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით მოხდება