რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის დადგენილი რაიმე ზუსტი ვადები.
ჟურნალისტებმა მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაილ გალუზინის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
“რაიმე ზუსტი ვადები არ არსებობს. თუმცა, რუსეთი რომ ნამდვილად მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ყველა იმ ქვეყანასთან კეთილსაიმედო ურთიერთობების დამყარებაში, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომლებსაც ეს სურთ “- განაცხადა პესკოვმა