სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ – ჯო უილსონი

ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ – ჯო უილსონი

by admin

ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) პლატფორმა X-ზე წერს.

“ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ ივანიშვილის რეჟიმის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!”, – წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay