55
Reuters-ის ინფორმაციით, თეირანი ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს შეერთებული შტატებისგან, სანამ ირანისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართება.
“ირანელებმა გვითხრეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა კეთილი ნების გამოხატვა – გარკვეული სანქციების გაუქმება ან გაყინული თანხების განბლოკვა,” — აცხადებს ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატი, ახლო აღმოსავლეთიდან