კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა ვინც სწორად აკვირდება ივანიშვილს, შეუძლია ძალიან დიდი ცოდნა მიიღოს – კობახიძე

ვინც სწორად აკვირდება ივანიშვილს, შეუძლია ძალიან დიდი ცოდნა მიიღოს – კობახიძე

by admin

რაც შეეხება ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს [ბიძინა ივანიშვილს], ის თვითონ არის ლიდერი, ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური. თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას, რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება.

ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას, მას შეუძლია ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი, ყველასთვის არის მრჩეველიც იმიტომ, რომ მხოლოდ მისი საქმიანობის დაკვირვებაც არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო – განაცხადა   ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ნოესთან” ინტერვიუში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay